პსვ-ს მწვრთნელი:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“
პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან განმეორებითი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
შეგახსენებთ, ტურინულმა გრანდმა პსვ სახლში 2-1 დაამარცხა, განმეორებითი მატჩი კი ხვალ ეინდჰოვენში გაიმართება.
„იუვენტუსი დიდებული გუნდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და ვეცდებით, სიტუაცია გამოვასწოროთ.
„ეს ტურინისგან განსხვავებული მატჩი იქნება, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება, ამიტომ თითოეულ მომენტში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. იუვენტუსი სულ უფრო კარგ ფორმაში შედის, მათ ბოლო ტურში ინტერი დაამარცხეს, რაც მარტივი საქმე არ არის.“