ადანი:“ იუვე ტრავმების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ“
ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„გუშინ ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის მატჩი ვნახეთ. ინტერმა შეხვედრა უკეთ დაიწყო, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას ინიციატივა იუვენტუსმა იგდო ხელთ და საერთო ჯამში დამსახურებულად გაიმარჯვა.
„ცალკე აღნიშვნის ღირსია კონცეისაუ, ის არის ფეხბურთელი, ვისაც მატჩის მსვლელობის შეცვლა ინდივიდუალურად შეუძლია და ნებისმიერ დაცვას პრობლემას შეუქმნის, ლაუტარო მარტინესმა და ტურამმა კი მოედანზე ვერაფერი გააკეთეს.
„ნუ დაგავიწყდებათ, იუვენტუსი მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ისინი ფაქტობრივად ძირითადი მცველების გარეშე თამაშობენ, კაბალი, კალულუ, ბრემერი, კამბიაზო კი ახლახანს დაბრუნდა. ვფიქრობ, ტიაგო მოტას გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“