პსჟ ჰეისენის ტრანსფერის დახურვას კვირის ბოლომდე ეცდება
პსჟ დინ ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა კვირის ბოლომდე სურს.
პარიზელების ბოლო წინადადება ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და ბონუსებია, ბიანკონერი კი თავის მხრივ გარანტირებულ 25 მილიონსა და ბონუსების სახით 4-5 მილიონს ითხოვს.
სულესა და ჰეისენის გაყიდვის შემდეგ, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს, ჟან-კლერ ტოდიბოსა და ტეუნ კოპმეიენრსი ტრანსფერების დახურვას გეგმავს.