იუვე ვლაჰოვიჩის პასუხის მოლოდინშია…
შემადგენლობის გაძლიერებასთან ერთად, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის სახელფასო ჭერის შემცირებას აგრძელებს და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ კუთხით დუშან ვლაჰოვიჩია.
სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ვლაჰოვიჩი მომდევნო სეზონიდან სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ტურინულ გრანდს კი ასეთი ხელფასების გადახდა აღარ სურს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩს კონტრაქტის 2026 წლიდან 2028 წლამდე გახანგრძლივებას და ხელფასის 7.5-8 მილიონამდე შემცირებას შესთავაზებს, უარის შემთხვევაში კი მისი გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.