პოზიტიური ცნობები კამბიაზოს ტრავმის თაობაზე
ანდრეა კამბიაზომ, ვინც გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია, ცოტა ხნის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.
ოფიციალური წყაროს ცნობით, იტალიელს სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა, კამბიაზოს მარცხენა კოჭის მყესის დაბალი ხარისხის დაჭიმულობა აქვს, მისი სიტუაცია ყოველდღიურად შეფასდება, თუმცა სავარაუდოდ ანდრეას მანჩესტერ სიტისთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.
გუნდს ლაზარეთიდან მანჩესტერ სიტისთან მატჩისთვის დიდი ალბათობით დუგლას ლუისი და უესტონ მაკკენი დაუბრუნდებიან.