TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ წითელი ბარათი დამსახურებულად მივიღე, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

ტიაგო მოტამ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რადგან 0-2 შემდეგ თამაშში დარჩენა ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ.

„მეორე ნახევარში ჩვენ გაცლიებით მეტ რისკზე მივდიოდით, რამაც მეტი მომენტის შექმნის საშუალება მოგვცა.

„ჩემი გაძევების ეპიზოდი ? მსაჯი მართალი იყო, ჩემი მხრიდან ასეთი მოქცევა გაუმართლებელია და ბარათი დამსახურებულად მივიღე.

„ჩვენ ძალიან ხარისხიანი გუნდი გვყავს, გვაქვს გაცილებით დიდი პოტენციალი, ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მომავალში ჩვენი ძლიერი მხარეები უკეთ გამოვიყენოთ.

„ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი მუშაობით ? მე ჩემი მუშაობის შეფასება არ შემიძლია, ამას სხვებს მივანდობ. ჩემი მოვალეობა გუნდთან ერთად მუშაობისა და განვითარების გაგრძელებაა.

„არის თუ არა ეს კარგი დრო სიტისთან სათამაშოდ ? სიტის წინააღმდეგ მატჩისთვის საუკეთესო დრო არ არსებობს, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით.“