პოზიტიური ცნობები ბრემერის თაობაზე, გლეისონის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი მოედანს დიდი ალბათობით მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე კარგად ვითარდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და მოსალოდნელია, რომ ბრემერი მაისის დასაწყისში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.
შეგახსენებთ, ბრემერმა ჯვარედინი იოგები გასული წლის დეკემბერში გაიწყვიტა და ვარაუდობდნენ, რომ ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებდა, თუმცა შესაძლოა გლეისონი სერია ა-ს ბოლო ტურებში გუნდის განაცხადში მოხვდეს, საკლუბო მუნდიალისთვის კი ის მზად იქნება.