იუვენტუსმა ლუკმანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ატალანტას შემტევის ადემოლა ლუკმანის მიმართ იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის ხელმძღვანელობამ ლუკმანის აგენტთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა და სეზონის ბოლოს 27 წლის შემტევი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
ლა დეა ლუკმანის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 60-65 მილიონს ითხოვს.