TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუგალიური მედია: იუვენტუსი გალენოს ტრანსფერზე მუშაობს

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ჟურნალისტის ბრუნო ფერნანდეშის ცნობით, იუვენტუსი გალენოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

„იუვენტუსსა და გალენოს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონია, მაგრამ პორტუს ფული სჭირდება, ამიტომ ფეხბურთელის გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.“

მატიას სულეს შემდეგ, იუვენტუსს სავარაუდოდ ფედერიკო კიეზაც დატოვებს, ამიტომ იუვენტუსი 2 ვინგერის გაფორმებას გეგმავს. გალენოსთან ერთად, ბიანკონერიმ დორტმუნდიდან კარიმ ადეიემის გადაბირებასაც ცდილობს.