პინსოლიო იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
იუვენტუსის მესამე კიპერი და გუნდის თილისმა კარლო პინსოლიო ტურინულ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, 35 წლის იტალიელი ბიანკონერის რიგებში კიდევ 1 წლით, 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პინსოლიომ იუვენტუსთან ერთად 3 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერ თასი მოიგო.