პერინი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სამუელ მბანგულასა და კარლო პინსოლიოს შემდეგ, იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მატია პერინი გააფორმებს.
31 წლის კარის დარაჯის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ის ტურინულ გრანდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პერინის გარდა, კრისტიანო ჯუნტოლი სხვა ფეხბურთელების კონტრაქტებზეც მუშაობს და მათ შორის პრიორიტეტული ამ მომენტისთვის დუშან ვლაჰოვიჩია…