იუვე რენოს ფორვარდის გაფორმებას გეგმავს
არკადიუშ მილიკის ოპერაციის ფონზე, იუვენტუსს დიდი ალბათობით იანვარში ახალი ფორვარდის გაფორმება მოუწევს და ტურინულ გრანდს რამდენიმე პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი რენის ფორვარდის არნაუ კალიმუენდოს გაფორმებას ეცდება.
22 წლის ფორვარდის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლია.