TuttoJuve

Juve per sempre sarà

პედულა:“ ნაპოლის ოსიმენის თაობაზე იუვენტუსთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ იუვენტუსში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის შანსი შეაფასა.

„ვიქტორ ოსიმენი იუვენტუსის შეტევის გასაძლიერებლად გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტია და ტურინელებს ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიღებული აქვთ.

„ოსიმენის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის თაობაზე ყველამ ვიცით, ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს მისი გაფორმება 75 მილიონად შეუძლია, თუმცა თუ ოსიმენმა სხვა გუნდებს უარი უთხრა და პრიორიტეტი იუვენტუსს მიანიჭა, ნაპოლის ტურინელებთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს.

„ოსიმენის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და ნაპოლის არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მისი უფასოდ დაკარგვა დაუშვას.“

72 views
error: დაცული კონტენტი !