იუვე ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, მის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს.
მანჩესტერ იუნაიტედში სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და დიდია ალბათობა, მათ შორის ერთ-ერთი ნიდერლანდელი ფორვარდი იყოს.
Sportsweek-ის ცნობით, ზირკზეეს მიმართ ინტერესს სერია ა-ს რამდენიმე გუნდი, მათ შორის ინტერი და იუვენტუსი იჩენენ. ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 40-45 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.