TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პედულა:“ იუვენტუსი იანვარში ფორვარდის გაფორმებას გეგმავს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არა მხოლოდ მცველის, არამედ ფორვარდის გაფორმებასაც გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი არკადიუშ მილიკის სიტუაციით უკმაყოფილოა და კრისტიანო ჯუნტოლი ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმებას გეგმავს.

ბიანკონერის პრიორიტეტი ჯოშუა ზირკზეეა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მანჩესტერმა მისი იჯარით გაშვება მოისურვოს. ალტერნატიული ვარიანტი პსჟ-ს კოლო მუანი გახლავთ, ის ფრანგების გეგმებში არ შედის და დიდია ალბათობა, ჯუნტოლიმ პსჟ ფეხბურთელის არენდაზე დაითანხმოს.