TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი და იუვე რასპადორისა და დანილო-ფაჯოლის ბარტერს განიხილავენ

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი და ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.

წყაროს ცნობით, პარტენოპეი იუვენტუსიდან დანილოსა და ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერებით ინტერესდება, ხოლო ტურინული გრანდი თავის მხრივ ჯაკომო რასპადორის გაფორმებას ეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, დანილოს იანვარში იუვენტუსის დატოვება არ სურს, მაგრამ მისი წარმომადგენლები ფეხბურთელის გადარწმუნებასა და მის ნაპოლიში ტრანსფერს ცდილობენ, სადაც ბრაზილიელის ხილვა პირადად ანტონიო კონტეს უნდა.