ოსიმენის გამოსყიდვა გუნდებს იანვარშიც შეეძლებათ
გამოცემა Rai Sport-ის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის ახალ კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ გუნდებს ნიგერიელი ფორვარდის გამოსყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეძლებათ.
წყაროს ცნობით, იანვარში ოსიმენის გამოსყიდვა 90 მილიონად იქნება შესაძლებელი, სეზონის ბოლოს კი ეს თანხა 75 მილიონამდე შემცირდება, თუმცა პუნქტის გააქტიურება მხოლოდ არაიტალიურ გუნდებს შეეძლებათ.
იუვენტუსი ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ის დუშან ვლაჰოვიჩის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, თუმცა ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 60-65 მილიონზე მეტს არ გადაიხდის.