TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: მონტერო იუვენტუსის NextGen-ის მწვრთნელია

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან NextGen-ის გუნდს ბიანკონერის ლეგენდა პაოლო მონტერო ჩაიბარებს.

მონტერო გასულ სეზონში იუვენტუსის 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, ალეგრის წასვლის შემდეგ კი მას ძირითად გუნდთან ერთად სეზონის ბოლო 2 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

მონტერომ NextGen-ის მწვრთნელის ამპლუაში 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.