ოფიციალურად: ფაბიო მირეტი ჯენოას ფეხბურთელია
ჯენოამ იუვენტუსიდან ფაბიო მირეტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი ტალანტი გენუურ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე, ამიტომ ფაბიო ზაფხულში ბიანკონერის რიგებს დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ჯენოას კონტრაქტში ფეხბურთელის 15-20 მილიონად გამოსყიდვის პუნქტის ჩადება სურდა, თუმცა ტიაგო მოტა ფაბიოს იუვენტუსის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს, ამიტომ ბიანკონერი მის მხოლოდ მშრალი იჯარით გაშვებას დათანხმდა.