არტურს მსურველები არაბეთში გამოუჩნდა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მომდევნო საათებში კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გუნდიდან არტურის გაშვება იქნება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნებას ფიორენტინა ცდილობს, თუმცა მისი მაღალი ხელფასი ამ მომენტისთვის გადაულახავ პრობლემად რჩება, რის გამოც ჯუნტოლი არტურისთვის სხვა ვარიანტის ძიებაშია.
Sportitalia-ს ინფორმაციით, არტურის მიმართ ინტერესს არაბული გუნდბეი იჩენენ, მათთვის ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა თავად არტურს ევროპაში დარჩენის იმედი აქვს…