ოფიციალურად: გაბრიელე გრავინამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კიდევ ერთი ფიასკოსა და ზედიზედ მესამე მუნდიალის გამოტოვების ფონზე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაკავებული პოსტი დატოვა.
გრავინა თანამდებობიდან წასვლაზე უარს ამბობდა, თუმცა გაზრდილი ზეწოლისა და პროტესტების ფონზე, მან ფედერაციის დატოვება გადაწყვიტა.
მოსალოდნელია, რომ ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად არჩევნები 22 აპრილს გაიმართება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
