TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო გრავინას შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, FIGC-ს პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჩაიბაროს.

გაბრიელე გრავინას წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ამას გაოფიციალურებაღა აკლია, იტალიურ მედიაში კი მისი პოტენციური შემცვლელების თაობაზე საუბარი არ წყდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ალესანდრო დელ პიეროა, მას ფედერაციაში დიდი მხარდაჭერა აქვს და თუ პინტურიკიო მოისურვებს, ის არჩევნებზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !