TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიუკასლმა მსურველებს ტონალის ფასი შეუთვალა

იტალიურ მედიაში სანდრო ტონალის სერია ა-ში შესაძლო დაბრუნების თაობაზე საუბრები არ წყდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელები იანვარში ტონალის გაყიდვის წინააღმდეგები არ იქნებიან, თუმცა პრობლემა მათ მიერ მოთხოვნილი 55 მილიონი ევროა.

გამოცემის ცნობით, იუვენტუსს ტონალის გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გუნდი მნიშვნელოვან ფეხბურთელს გაყიდის და მინიმუმ 35-40 მილიონს გამოიმუშავებს. წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკოლო ფაჯოლია.