ფაჯოლის კარიერა იუვენტუსში დასასრულს უახლოვდება
ნიკოლო ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლა იანვარში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
IlBianconero-ს ცნობით, კალიარისთან მატჩში ფაჯოლის სკამზე დარჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას იანვარში ფაჯოლის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.