TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიუკასლი იუვენტუსთან ჰეისენის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიუკასლის ინტერესი იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

ბიანკონერი ჰეისენის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერში გამოყენებას გეგმავს, თუმცა მისი 25-30 მილიონად გაყიდვისა და მიღებული თანხის ატალანტასთვის შეთავაზების წინააღმდეგი არ იქნება.