TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი:“ ლიდსიდან დაბრუნების შემდეგ, იუვენტუსის გასახდელში ადგილიც კი არ მქონდა…“

იუვენტუსის ნახევარმცველმა უესტონ მაკკენიმ The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რას ნიშნავს იუვენტუსში თამაში ? ამერიკელისთვის ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდში თამაში შესანიშნავი გამოცდილებაა და იმედი მაქვს, მომავალში ევროპაში კიდევ უფრო მეტ ამერიკელ ფეხბურთელს ვნახავთ, რომლებსაც გრანდებში თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.

„ლიდსიდან იუვენტუსში დაბრუნება ? ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. გუნდში დაბრუნების შემდეგ, აღარ მქონდა გასახდელში ჩემი ადგილი, ჩემი პარკინგი და სასტუმროს ოთახი სხვა ფეხბურთელებს ჰქონდათ დაკავებული, ფეხბურთელებს, რომლებიც იჯარით იყვნენ წასულები და იუვენტუსში არც კი ირიცხებოდნენ.

„მაშინ ვიფიქრე:“ მე მხოლოდ 6 თვე ვიყავი წასული და ასე მექცევიან.“ მე 14-ნომრიანი მაისურის აღებაც არ შემეძლო იმის მიუხედავად, რომ ის ვაკანტური იყო. სწორედ მაშინ გავიფიქრე:“ თუ ასე მექცევით, მე მოედანზე განახებთ, თუ რა შემიძლია.“

„მე ხიფათების მოყვარული არ ვარ და პრობლემებს არავის ვუქმნი. მირჩევნია, ჩემი სათქმელი მოედანზე ვთქვა, სწორედ აქ ვგრძნობ თავს საუკეთესოდ.

„ალეგრი ? მან რთულ მომენტში მე ნდობა გამომიცხადა და თავის გამოჩენის საშუალება მომცა.

„შალკედან იუვენტუსში გადასვლისას მე არავინ მიცნობდა, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან იუვე ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, სადაც შენ ბევრ დროს არავინ მოგცემს, თუმცა მე გუნდში თავი დაიმკვიდრე, იუვეს მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა დამიგროვდა და გასულ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტი დრო გავატარე.

„ლიდსი ? ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო.იქ სულ 5 თვე გავატარე და გუნდმა 4 მწვრთნელი შეიცვალა, ინგლისში ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ წავიდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.“