TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიცასა და იუვენტუსს შორის შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის 1-წლიანი ფასიანი იჯარით აყვანას ცდილობს, მისი შემდგომში 28-29 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, ფრანგებს კი სურთ, რომ ტოდიბოს გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს.

წყაროს ინფორმაციით, ტოდიბო იუვენტუსის გარდა სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, რაც ნიცას გარკვეულ დათმობაზე წასვლას აიძულებს.