ატალანტა იუვენტუსის წინადადების მიღებას გეგმავს
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ატალანტა ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე იუვენტუსის ახალი წინადადების მიღებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ლა დეას ნიდერლანდელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.
ბერგამოელებს 55 მილიონის გარანტირებულად მიღება სურდათ, შემდგომში ბონუსების დამატების პერსპექტივით, თუმცა ატალანტას კოპმეიენრსის სანაცვლოდ მიღებული თანხით მატ ო’რაილისა და ნიკო გონსალესის გაფორმება სურს, ამიტომ ნიდერლანდელის ტურინში მოკლე დროში გაშვებით თავადაც დაინტერესებულია, ამიტომ იუვენტუსის ახალი წინადადების მიღებას გეგმავს.
BREAKING🚨
— Nick Semeraro (@SemeraroNick) August 2, 2024
Atalanta propensa ad accettare la nuova proposta della Juventus per Teun Koopmeiners ma non con pagamenti ultra dilazionati.
Nonostante le parole di Percassi, i bergamaschi hanno fretta di chiudere O’Riley e Nico Gonzalez e tutto passa dalla cessione di Teun…