ნაპოლი მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს
ნაპოლის კარის დარაჯი ვანია მილინოვიჩ-სავიჩი დიბუ მარტინესის ერთ-ერთი პოტენციური ალტერნატივაა.
ნეაპლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ვანია ნაპოლის გეგმებში აღარ შედის და პარტენოპეი მის 15 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის სერბი ფეხბურთელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად თურქული ბეშიქთაში აქტიურობს, რომელთა პრიორიტეტი მიკელე დი გრეგორიო იყო, თუმცა იუვენტუსის ფეხბურთელმა თურქეთში ტრანსფერზე უარი თქვა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
