მირეტი წამსვლელთა სიაში რჩება
იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ფაბიო მირეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა, თუმცა ეს იტალიელი ფეხბურთელის მომავალს არ ცვლის.
მირეტი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ფაბიოს სანაცვლოდ 14 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა, თუმცა ამ მომენტისთვის არც ერთი დაინტერესებული მხარე 10 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
