კარნევალის ერთ-ერთი ამოცანა დევიდის გაყიდვა იქნება
ჯოვანი კარნევალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გაყიდვა იქნება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, კანადელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა.
იუვენტუსი იმედოვნებს, რომ დევიდი მუნდიალზე პოზიტიურ სვლას გააგრძელებს, რაც მის მიმართ არსებულ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და საბოლოო ჯამში მის 30-35 მილიონად გაყიდვას შეძლებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
