მუჰარემოვიჩის გაფორმების სურვილი კომომაც გამოთქვა
სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის მიმართ ინტერესი ამჯერად კომომ დააფიქსირა.
სესკ ფაბრეგასის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ გუნდის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ.
სასუოლო მუჰარემოვიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 25-30 მილიონს ითხოვს. მის მიმართ ინტერესს კომოს გარდა ინტერი და რამდენიმე ევროპული, მათ შორის ინგლისური გუნდები იჩენენ.
შეგახსენებთ, მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან სრული თანხის 50 პროცენტს იუვენტუსი მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
