იუვენტუსმა ჟესუსის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსი ახალი ფორვარდის ძიებას აგრძელებს და გუნდის ერთ-ერთი სამიზნე გაბრიელ ჟესუსია.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ბრაზილიელი ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, არსენალი ჟესუსის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს. ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
