TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტიაგო მოტა წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა სიაში

Gran Gala Del Calcio-მ 2024 სერია ა-ს 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის მებრძოლი სპეციალისტების ნომინანთა სია წარადგინა.

ჯილდოსთვის ატალანტას ჯან პიერო გასპერინი, ინტერის სიმონე ინძაგი და იუვენტუსის ტიაგო მოტა იბრძოლებენ.

მოტამ გასულ სეზონში ბოლონია ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, იუვენტუსთან ერთად კი როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგი სტარტი აიღო.

ამის გარდა, იუვენტუსი სერია ა-ს წლის საუკეთესო გუნდის ჯილდოსთვის იბრძოლებს, ბიანკონერის კონკურენციას ინტერი და ატალანტა გაუწევენ.

30 views
error: დაცული კონტენტი !