იუვე ჩილველის ტრანსფერით ინტერესდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჩელსის უკანახაზელის ბენ ჩილველის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი 27 წლის ინგლისელს ტრავმირებული ხუან კაბალის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.
ჩილველი ჩელსის გეგმებში აღარ შედის, მის აქტივში მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებული 45 წუთია, ამიტომ იანვარში ლონდონელები ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.