კონდო:“ მოტა ჯერჯერობით მოლოდინებს ვერ ამართლებს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსი – ბოლონიას მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსის სტადიონი უნდა იყოს ციხესიმაგრე, სადაც გამარჯვება სხვებისთვის წარმოუდგენელია, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
„ჩვენ ალეგრის ვაკრიტიკებდით და ეს კრიტიკა სრულიად გამართლებული იყო, თუმცა მაქსს მოტას მსგავსად სატრანსფერო ფანჯრაზე მნიშვნელოვანი ფულის დახარჯვა არ შეეძლო. ტიაგო მოტა ამ მომენტისთვის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს, იუვენტუსს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამას მინდორზე ვერ აჩვენებს.“