მოჯი:“ იუვენტუსის მთავარი პრობლემა ლიდერების ნაკლებობაა“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ტურინული გრანდის პრობლემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ძალიან ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე გუნდი ჰყავს, თუმცა მხოლოდ ეს წარმატებული პროექტის დასაწყებად საკმარისი არ არის.
„აშკარაა, რომ გუნდს ლიდერები აკლია, ვინმე, ვინც გასახდელში ისაუბრებს და გუნდს რთულ მომენტებში წაუძღვება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ტიაგო მოტა ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი სპეციალისტია, რაც სიტუაციას უფრო ართულებს. ვფიქრობ, იუვენტუსისთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პოზიტიური შედეგი იქნება.“