TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ლილი ძალიან კარგი გუნდია, ჩვენ სირთულეებისთვის მზად ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლილთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ პირველივე წუთიდან მაღალი ინტენსიობითა და სიზუსტით უნდა ვითამაშოთ. ლილი მატჩებს მაღალი პრესინგით იწყებს, შემდეგ კი ორგანიზებულ დაცვაზე გადადის და კონცენტრაციას კონტრ-შეტევებზე აკეთებს, მათ ეს ძალიან კარგად გამოსდით, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„უდინეზესთან მატჩი ? ჩვენ უდინეში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა ეს უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ მომდევნო მეტოქეზე ვფიქრობთ.

„ბრემერის არყოფნა ? ჩვენ კარგად ვიცით, რომ გლეისონი შესანიშნავი ფეხბურთელია, მე ამ სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ, მან ხანგრძლივი ტრავმა ფორმის ფიკში მიიღო, მაგრამ ეს სპორტინს ნაწილია და მჯერა, გლეისონი ჩვენ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

„კონსეისაუს, ილდისის, კოპმეიენრსის და ვლაჰოვიჩის პირველი სტარტი ერთად ? ჩვენ ასეთი შემადგენლობით შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მწვავეები როგორც ცენტრალურ ზონაში, ასევე ფლანგებიდან. მთავარი სწორი ბალანსის დაცვა და მოედნის ორივე მხარეს გუნდური, ორგანიზებული თამაშის ჩვენებაა.“

error: დაცული კონტენტი !