TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ სხვა შედეგი გვსურდა“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ლილთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ აქ სხვა შედეგის მისაღწევად ჩამოვედით, ამიტომ ქულით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და ამ მხრივ ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ. რა თქმა უნდა, გარკვეულ ასპექტებში განვითარება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ საერთ ჯამში კარგი თამაში გვქონდა.

„ჩვენ შეტევით ფაზაში უკეთ თამაში გვმართებდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ჩვენ არაერთი კარგი მომენტი გვქონდა და რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ლილი ძალიან კარგი, ორგანიზებული გუნდია, მათი კონტრ-შეტევები ყოველთვის სახიფათოა და ამ მოედანზე ჩამორჩების აღმოფხვრა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ეს შევძელით.“