კალულუ:“ ლილი ძლიერია, წინ კარგი მატჩი გველოდება“
იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ ლილთან მატჩის წინ (შეხვედრის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.
„წინ ძალიან კარგი, ჩემპიონთა ლიგის შესაფერისი შეხვედრა გველოდება. ლილი ძალიან კარგი გუნდია, რაც მათ უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ და შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით.
„ლილს ძალიან კარგი ქომაგები ჰყავს, დღეს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და ეს თამაშს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.
„დევიდი ? ლილს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომ აქცენტის მხოლოდ დევიდზე გაკეთება სწორი არ იქნბეა. ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და მიზანს მივაღწიოთ.“