მოტა:“ ლაიფციგთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ SportMediaset-თან ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ლაიფციგთან მატჩი ? ეს სულ სხვა დონის და მნიშვნელობის შეხვედრაა. ლაიფციგი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ინტენსიურ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.
„ვიცით, რომ ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად უფრო მეტის გაკეთება გვმართებს და ჩვენ ამ გამოწვევას მზად შევხვდებით, მოედანზე შესაბამისი მოტივაციითა და მენტალობით გავალთ და ვეცდებით ვაჩვენოთ ის თამაში, რომელსაც ჩვენგან ქომაგები ელოდებიან.“