მოტა:“ იუვენტუსში ყოფნის გამო ბედნიერი ვარ…“
იუვენტუსის ახალმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ბიანკონერის ოფიციალურ არხთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე აქ ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდის ბაზასთან უამრავი ახალგაზრდა ქომაგი დამხვდა, ისინი ჩემსავით ენთუზიაზმით სავსეები არიან და სეზონს მოუთმელად ელოდებიან. აქ სამუშაოდ შესანიშნავი გარემოა შექმნილი, იუვენტუსის ისტორიასა და გუნდის ტრადიციებზე საუბარსაც არ დავიწყებ, ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით.
„მჯერა, რომ ჩვენ ერთად შესანიშნავი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს.
„წინ გამოწვევებით სავსე, მაგრამ ძალიან ლამაზი სეზონი გველოდება. იმედი მაქვს, ჩვენ მაქსიმალურად ბევრ მატჩს ვითამაშებთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ გუნდს კარგი სეზონი აქვს, რაც ჩვენი მიზანია.“