TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელა ვალე:“ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერს ფეხბურთელის სურვილი უწყობს ხელს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ტეუნ კოპმეინერსის სიტუაციაზე ისაუბრა.

„კოპმეინერსს მსურველები საკმარისზე მეტი ჰყავს, მაგრამ თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელსაც იუვენტუსში თამაში სურს, ამ ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„იუვენტუსს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადასახდელად რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, თუმცა ტურინში ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რადგან ნიდერლანდელს იუვენტუსში თამაში სურს.“