TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ინტერი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რა განწყობაზეა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ? შტუტგარტთან მატჩი წარსულის ნაწილია, ჩვენ კონცენტრაციას დღევანდელ შეხვედრაზე ვაკეთებთ. სან სიროზე დიდებული ატმოსფეროა და ჩვენ გვინდა, მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

„ინტერი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მათ როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით შესანიშნავი მახასიათებლები აქვთ, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ.

„ილდისი სკამზე ? ვეა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგ ფორმაშია და ძირითად შემადგენლობაში ყოფნა დაიმსახურა, კენანი კი გუნდის დასახმარებლად მზად არის და თუ საჭირო გახდა, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდება.

„შეუცვლელი ვლაჰოვიჩი ? დუშანი თავს კარგად გრძნობს, ის ენერგიით სავსეა და არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ჩვენ სკამზე ალტერნატივები გვყავს. შესაძლოა სუფთა ცხრიანი არა, თუმცა ჩვენ საჭიროების შემთხვევაში თამაშის სტილის შეცვლა შეგვიძლია.“

error: დაცული კონტენტი !