TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაროტა:“ იუვე სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია“

ინტერის პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გველოდება, ამ შეხვედრას იტალიის დერბი ტყუილად არ ჰქვია, ინტერი – იუვენტუსი ორი უდიდესი ისტორიის მქონე, პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაა და ეს მატჩი სერია ა-სთვის კარგი რეკლამა უნდა იყოს.

„არის თუ არა ეს შეხვედრა გადამწყვეტი ? არა, სეზონი სულ ახლახანს დაიწყო და ჯერჯერობით გადამწყვეტ მატჩზე საუბარი ზედმეტია, თუმცა კარგად ვიცით, რამდენს ნიშნავს ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის.

„იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია და პირდაპირ კონკურენტებთან თითოეული ქულა ორმაგად მნიშვნელოვანია.“