იუვე დევიდის მსურველს ვერ პოულობს
იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გაყიდვა უნდა, თუმცა ჯერჯერობით ტურინული გრანდი კანადელის მსურველის პოვნას ვერ ახერხებს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს დევიდის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ მიუღია, სიტუაციას კიდევ უფრო კანადელის პოზიცია ართულებს, მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და გუნდს მხოლოდ სხვა რომელიმე გრანდის წინადადების შემთხვევაში დატოვებს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი იმედოვნებს, რომ კანადელი მუნდიალზე პოზიტიურ სვლას გააგრძელებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიოდში ფეხბურთელის 30 მილიონად გაყიდვას შეძლებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
