მოტა:“ ჩვენი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვება იქნება“
იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ პსვ-სთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ? ჩვენთვის ყოველი მომდევნო შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი მოედანზე კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვების მოპოვება იქნება. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმალური მენტალური და ფიზიკური ძალისხმევა დაგვჭირდება.
„დუგლას ლუისი ? ჩვენ რისკზე წასვლა არ ვისურვეთ და იმედი მაქვს, ის მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. კამბიაზომ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ის გუნდის განაცხადშია და ვნახოთ, იქნება თუ არა ის ძირითადში.
„ინტერთან მატჩი ? ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ახლა ჩვენ კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.
„მიზანი ? ჩვენი მიზანი ახლა ხვალინდელ მატჩში საუკეთესო თამაშის ჩვენება და მომდევნო ეტაპზე გასვლაა. როგორც ყოველთვის, გუნდი მოედანზე გამარჯვებისთვის გავა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„კელი ? როგორც ის, ასევე გუნდის სხვა ახალწვეულები ძალიან მნიშვნელოვანები არიან, მათ ადაპტაცია უკვე გაიარეს და გუნდის დასახმარებლად მზად არიან.
„მბანგულა ? ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება სასტარტოში. სამუელმა გარკვეული ტექნიკური შეცდომები დაუშვა და ეს თავადვე აღიარა, ის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“