TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ მოტას იუვენტუსი ძალიან კარგად გამოიყურება მაგრამ…“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ტურინულ გრანდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღევანდელი იუვენტუსი ძალიან ცოცხლად, ჯანსაღად გამოიყურება, გუნდი სავსეა ახალგაზრდა ფეხბურთელებით, მაგარმ ეს მხოლოდ დასაწყისია და პირველ 2 ტურში ნაჩვენები თამაშით მათ პოტენციალს ვერ შევაფასებთ, რადგან მეტოქეები არც თუ ისე ძლიერები იყვნენ.

„იუვენტუსმა ძალიან კარგი და საინტერესო თამაში აჩვენა, რადგან გუნდი გაცილებით მაღლა თამაშობს, ცდილობს ბურთის შენარჩუნებას და არის უფრო ვერტიკალური, მოტას ბიჭები როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად კარგ თამაშს აჩვენებენ.

„საინტერესო იქნება მომდევნო ტური, რომა შედარებით ძლიერი მეტოქეა და საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება მოტას გუნდი ამ გამოწვევას.“