იუვე და ლივერპული შეთანხმდნენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ლივერპული ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, სქაუზერებმა იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადეს.
მოლაპარაკებები გრძელდება კიეზას აგენტთან, მხარეები ფეხბურთელის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, რის შემდეგაც ფედერიკო ინგლისში გადაბარგდება.