TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანთან ვლაჰოვიჩს ვეა ან კოპმეიენრსი შეცვლის

დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსს მილანის წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩში ვერ დაეხმარება, არკადიუშ მილიკის ტრავმის ფონზე კი ტიაგო მოტას ალტერნატიული ვარიანტების ძებნა მოუწევს.

Il Bianconero-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ცხრიანის პოზიციაზე ტიმოთ ვეას ხილვაა, ამერიკელ ფეხბურთელს ცენტრ-ფორვარდის ამპლუაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ყველაზე პრაგმატული არჩევანია.

წყაროს ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, იუვენტუსმა ტეუნ კოპმეინერსი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოიყენოს, თუმცა ამ მომენტისთვის ვეას კანდიდატურა უფრო რეალურია.

error: დაცული კონტენტი !